საზაფხულო აქტივობები

ზაფხულის აქტივობები სსდმ ცენტრს დაქვემდებარებულ საბავშვო ბაღებში სხვადასხვა თემატიკის, განსაკუთრებული საზეიმო აქტივობებით აღინიშნა.
სსდმ ცენტრის დირექტორმა, ხათუნა თოლორაიამ, მეთოდისტებთან, საბავშვო ბაღების ადმინისტრაციასთან, აღმზრდელებთან და მშობლებთან ერთად, სასწავლო_სააღმზრდელო წელი შეაჯამა და ბაღების გამოსაშვები ჯგუფების აღზრდილებს გზა სკოლისაკენ, განათლების ახალი საფეხურისკენ დაულოცა.
ხათუნა თოლორაია, სსდმ ცენტრის დირექტორი: ,,განსაკუთრებული, ემოციური დღეები გავიარეთ. ჩვენი უსაყვარლესი აღზრდილები, ცხოვრების ახალ ეტაპზე სიყვარულით, საუკეთესო სურვილებით გავაცილეთ. საგზლად შესაბამისი ცოდნა, უნარები გავატანეთ. ბედნიერი მომავალს ვუსურვებთ ჩვენ მომავალ თაობას! მადლობას ვუხდი ჩვენ აღმზრდელებს და განსაკუთრებით, მშობლებს ჩართულობისათვის"!
ექთნების პროფესიული დღე

ექთნების პროფესიულ დღეს სსდმ ცენტრს დაქვემდებარებული საბავშვო ბაღების აღსაზრდელებმა სხვადასხვა აქტივობები მოუძღვნეს!
🥼 აქტივობების თემები: პირადი ჰიგიენა, ინფექციებისგან თავდაცვის საშუალებები, ხელების ჰიგიენა, პირველი დახმარების ჩანთა მისი დანიშნულება, ჯანმრთელობაზე ზრუნვა.
🥼აქტივობების მიზანი- აღსაზრდელებში ჯანმრთელობაზე ზრუნვის უნარების გამომუშავება.
2022 - ზუგდიდის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრი- ყველა უფლება დაცულია