ჯუმის ადმინისტრაციულ ერთეულში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი და შშმ პირებისთვის ადაპტირებული საბავშვო ბაღი გაიხსნა

ჯუმის ადმინისტრაციულ ერთეულში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი და შშმ პირებისთვის ადაპტირებული საბავშვო ბაღი გაიხსნა

ახალი საბავშვო ბაღი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა წოწერიამ, მერის მოადგილე მაიზერ ნანავამ და სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის დირექტორმა ხათუნა თოლორაიამ გახსნეს.

 მამუკა წოწერიას თქმით, მუნიციპალიტეტის მერიისთვის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს სააღმზრდელო და სასწავლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განახლება, შესაბამისად ამ მიმართულებით სამუშაოები მომავალშიც გაგრძელდება.

ჯუმის საბავშვო ბაღი 50 აღსაზრდელზეა გათვლილი. მოეწყო სათამაშო მოედანი. რეაბილიტაცია ჩაუტარდა არსებულ ჭაბურღილს.

პროექტი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა და მისი ღირებულება 800 000 ლარამდეა.


2022 - ზუგდიდის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრი- ყველა უფლება დაცულია