ახალი წლის აქტივობები სსდმ ცენტრს დაქვემდებარებულ საბავშვო ბაღებში განხორციელდა

ახალი წლის აქტივობები სსდმ ცენტრს დაქვემდებარებულ საბავშვო ბაღებში განხორციელდა

განსაკუთრებით ხალისიან და სიურპრიზებით დატვირთული დეკემბრის დღეები ყველა საბავშვო ბაღში თანამედროვე მეთოდოლოგიური მიდგომების შესაბამისად დაიგეგმა.
ხათუნა თოლორაია - სსდმ ცენტრის დირექტორი: ,, ახლებური მიდგომების პარალელურად, ჩვენი აღსაზრდელებისათვის საჩუქრების გადაცემა, სასიამოვნო ტრადიციად დარჩა. წელსაც გავახარეთ პატარები. მნიშვნელოვანი წელი გვქონდა, საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურული, მეთოდოლოგიური, მატერიალურ-ტექნიკური გაძლიერების წელი. მომავალ წელსაც ბევრი კარგი სიახლეებით ვხვდებით, რაც ძალიან სასიხარულოა.
ყველას ჩვენ აღსაზრდელებს, აღმზრდელებს, აღსაზრდელთა მშობლებს, პარტნიორ და დონორ ორგანიზაციებს, სსდმ ცენტრში დასაქმებულ ყველა თანამშრომელს ახალ 2023  წელს და წარმატებებს ვუსურვებ"

2022 - ზუგდიდის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრი- ყველა უფლება დაცულია