2023-2024 სასწავლო წლისათვის საბავშვო ბაღში ჩასარიცხ აღსაზრდელთა მშობლების საყურადღებოდ!

გთხოვთ სასწრაფოდ წარმოადგინოთ 2023-2024 სასწავლო წლისათვის სსდმ ცენტრის ვებ.გვერდზე zugdidikids.ge განთავსებულ ელექტრონულ პორტალში რეგისტრირებული აღსაზრდელების პირადი საქმე შემდეგი ჩამონათვალით:
✅ დაბადების მოწმობა
✅ ცნობა ჯანმრთელობის შესახებ
✅ 2ც ფოტო. ზომა - ¾-ზე
✅ მშობლების პირადი მოწმობის ასლები საკონტაქტო ტელეფონის ნომრებით.
გაითვალისწინეთ - პირადი საქმის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, დადგენილი წესის შესაბამისად, აღსაზრდელს შეუჩერდება რეგისტრაცია და ამოირიცხება პორტალიდან.
განმარტება: აღსაზრდელის ს/ბაღში მიღების უზრუნველყოფა ხდება აღსაზრდელის ჩარიცხვის შესახებ სსდმ ცენტრის დირექტორის ბრძანებით.

2022 - ზუგდიდის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრი- ყველა უფლება დაცულია