საშემოდგომო აქტივობები-2024

საშემოდგომო აქტივობები სსდმ ცენტრს დაქვემდებარებულ საბავშვო ბაღებში საშემოდგომო აქტივობები გრძელდება.
 აქტივობებში აღსაზრდელებთან ერთად აქტიურად არიან ჩართული მათი მშობლები.
#16 და #1 საბავშვო ბაღების აქტივობებს სსდმ ცენტრის დირექტორი, ხათუნა თოლორაია, მოადგილე, ინეზა მურღულია და ცენტრის მეთოდისტები ესწრებოდნენ.
შემოდგომის აქტივობები - 2024 წ.

სსდმ ცენტრს დაქვემდებარებულ საბავშვო ბაღებში საშემოდგომო აქტივობებია!
სსდმ ცენტრის დირექტორი, ხათუნა თოლორაია დღეს ზედაეწერისა და ზუგდიდის №11 საბავშვო ბაღებში გამართულ აქტივობებს მეთოდისტებთან ერთად დაესწრო.
აქტივობები დატვირთული იყო შემეცნებითი და გასართობი ხასიათის თამაშებით, მშობლებისა და აღმზრდელების აქტიური ჩართულობითა და მრავალფეროვნებით.
 საბავშვო ბაღის აღსაზრდელების გასვლითმა აქტივობამ ეთნო სოფელ ,,სისა ტურაში" განსაკუთრებული ხიბლი და ელფერი შესძინა შემოდგომის გაცილების აქტივობას.
ხათუნა თოლორაია: ,, საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობები, აღზრდისა და სწავლების ახლებური მიდგომები, ჩვენ აღსაზრდელებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი განვითარების შესაძლებლობას აძლევს. ჩვენი ცენტრი მოწოდებულია ყველა არსებული რესურსით შეუწყოს ხელი როგორც მათი განვითარების, ასევე, აღმზრდელების კვალიფიკაციის ზრდასაც".
ხანდაზმულთა დღე საბავშვო ბაღების ხანდაზმულ თანამშრომლებთან ერთად აღინიშნა

სსდმ ცენტრმა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ზუგდიდის ფილიალის მიერ ორგანიზებულ ხანდაზმულთა დღისადმი მიძღვნილ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
საზეიმო შეხვედრას წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის, საქართველოს წითელი ჯვრის ეროვნული საზოგადოების, სსდმ ცენტრს დაქვემდებარებული საბავშვო ბაღების მხცოვანი წარმომადგენლები და ყოფილი თანამშრომლები ესწრებოდნენ.
ზუგდიდის #2 საბავშვო ბაღის აღმზრდელებმა აღსაზრდელებთან ერთად განსაკუთრებული ხალისი შესძინა ამ დღეს.
შეკრებილ საზოგადოებას მიმართა და ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადა სსდმ ცენტრის მეთოდისტმა, ლელა გრიგოლაიამ.
ხათუნა თოლორაია: ,, საუკეთესო სურვილებით ვულოცავ განათლების სფეროს ყველა მხცოვან წარმომადგენელს ეს დღე. მათი გამოცდილება ჩვენთვის ფასდაუდები და ღირებულია.
განსაკუთრებული მადლობა შეხვედრის ორგანიზატორებს ამ ლამაზი დღისთვის".

პროექტები

2022 - ზუგდიდის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრი- ყველა უფლება დაცულია