
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის #1 საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა, გავრცელებული ვირუსების თემაზე, მრავალფეროვან თამაშებში მიიღეს მონაწილეობა.

პატარებმა მოისმინეს,იკვლიეს და აღმოაჩინეს თემასთან დაკავშირებული საკითხები.

გაითავისეს უსაფრთხოების ნორმები.

თავად დაამზადეს წამლები.


ნატურალური პროდუქტებისგან ჯგუფში მომზადდა C ვიტამინებით გაჯერებული სასმელი,რომელსაც ეტიკეტზე ვადები მიაკრეს და ბაღის ჯგუფებში დაარიგეს.

შექმნეს გამოგონილი ამბავი,,ვიტამინა" და წიგნიც დაამზადეს.

პროექტში აქტიურად ჩაერთო საბავშვო ბაღის აღსაზრდელის მშობელი,რომელმაც პატარებს ვიტამინები გააცნო.

მოწვეულ იქნა ფარმაცევტი სოფო მანჯგალაძე. პატარებმა მას, ინტერესებიდან გამომდინარე, დაუსვეს შეკითხვები და მიიღეს ამომწურავი პასუხები.

აქტივობის მიზანი - ბავშვებისთვის მრავალფეროვანი გარემოს შექმნა.